“მოლოდინი მაქვს, რომ საპატიმრო სასჯელი იქნება“ – გიორგი ვაშაძე

“ზუს­ტად ვი­ცით რა ბრძო­ლა­შიც ვართ, ამი­ტომ უკან და­ხე­ვას არ ვა­პი­რებთ – მო­ლო­დი­ნი მაქვს, რომ სა­პა­ტიმ­რო სას­ჯე­ლი იქ­ნე­ბა,“ – ამის შე­სა­ხებ „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ გა­ნა­ცხა­და.
მისი შე­ფა­სე­ბით, სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი აჩ­ვე­ნებს იმას, რომ დღეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” სუს­ტია.
„დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით აპი­რე­ბენ, რომ და­ამ­თავ­რონ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი. ზუს­ტად ვი­ცით რა ბრძო­ლა­შიც ვართ, ამი­ტომ უკან და­ხე­ვას არ ვა­პი­რებთ, გა­ვი­მარ­ჯვებთ და გა­ვი­მარ­ჯვებთ ახლო მო­მა­ვალ­ში. ეს პრო­ცე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­სა­მარ­თლო­ში მი­დის, ძა­ლი­ან კარ­გად აჩ­ვე­ნებს თუ რო­გო­რი სუს­ტია რე­ჟი­მი, აბა ძლი­ე­რი რომ იყოს პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდე­ბის და­ჭე­რას შე­ეც­დე­ბო­და? თუ მე­დი­ის გა­ჩუ­მე­ბა­სა და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზის გა­უ­ბე­დუ­რე­ბას? თუ პო­ლი­ცი­ის ზურგს უკან და­მალ­ვას? არა, სუს­ტი რომ არის იმი­ტომ აკე­თებს ამას. მთა­ვა­რია, რომ ბრძო­ლა გა­ვაგ­რძე­ლოთ, მო­ლო­დი­ნი მაქვს, რომ სა­პა­ტიმ­რო სას­ჯე­ლი იქ­ნე­ბა.
რა­ტომ ეჩ­ქა­რე­ბათ? არ ვიცი, მო­სა­მარ­თლემ თავი გა­ი­გი­ჟა, თან ეს მო­სა­მარ­თლე არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ახალ­გაზ­რდა კაცი, ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ახლა უნდა სწავ­ლობ­დეს, ცი­ხე­ში გა­უშ­ვა“, – გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.
ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, გი­ორ­გი ვა­შა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში შექ­მნილ­მა დრო­ე­ბით­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ამ 15 აპ­რილს და­ი­ბა­რა, თუმ­ცა ვა­შა­ძე სხდო­მა­ზე არ გა­მო­ცხად­და, რის შემ­დე­გაც, მას ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს.
გი­ორ­გი ვა­შა­ძეს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 349-ე მუხ­ლით აქვს წარ­დგე­ნი­ლი, რაც “სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას” გუ­ლის­ხმობს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ერთ წლამ­დე, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით ვა­დით სამ წლამ­დე.
გი­ორ­გი ვა­შა­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.