მოლი მელოუნის ბრინჯაოს მკერდის შეხებისგან დასაცავად, ყვავილნარის გაშენება იგეგმება

დუბლინის ცენტრში, მოლი მელოუნის ქანდაკების გარშემო, მომდევნო კვირების განმავლობაში, ყვავილნარი გაშენდება, რათა სკულპტურაზე ხელის შეხების მცდელობები აღიკვეთოს.
თევზის ცნობილი გამყიდველის მკერდზე ხელით შეხების ტრადიცია დაახლოებით 2012 წლიდან იღებს სათავეს და ვარაუდობენ, რომ ეს ერთ-ერთი ტურისტული გიდის გონებამახვილობის შედეგია.
თუმცა, ფაქტია, რომ ამან ფიგურის დეკოლტეს არეში ქანდაკების ფერის შეცვლა გამოიწვია.
მაისში, დუბლინის საქალაქო საბჭომ, ქანდაკებასთან პატრულირებისთვის, კონტროლიორები დაიქირავა, რათა მსგავსი ქმედებები შეეჩერებინა, მაგრამ ერთკვირიანმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ სკულპტურის მონიტორინგი სათანადო შედეგს არ იძლეოდა.
დუბლინის საქალაქო საბჭოს ხელოვნების საკითხების თანამშრომლის, რეი იეითსის თქმით, მართალია, ხალხი რეაგირებდა ზედამხედველების თხოვნებზე, რომ ქანდაკებას არ შეხებოდნენ, მაგრამ კონტროლის არარსებობის პერიოდში, მელი მელოუნის ფოლადის მკერდთან შეხების მსურველთა რიცხვი სწრაფად გაიზარდა.
იეითსის აზრით, მელოუნის მკერდის არეში ხელის შეხების პრაქტიკა, როგორც ჩანს, უკვე ისეა „ფესვგადგმული“, რომ ქანდაკებასთან ყოველდღიური პატრულირება „საიმედო გამოსავალი არ არის“.
ამის ნაცვლად, საქალაქო საბჭო ქანდაკების გარშემო ყვავილნარს მოაწყობს, რათა ვიზიტორებსა და ბრინჯაოს სკულპტურას შორის დისტანცია შექმნას.
მსგავსი მეთოდი გამოიყენეს გასულ წელს დუბლინის ერთ-ერთ კვარტალში ანტისოციალური ქცევის შემთხვევების აღსაკვეთადაც, რადგან ადამიანები კონსტრუქციაზე აძრომას და მისი ნაწილების გამოჩენას ცდილობდნენ.
ყვავილნარი სარესტავრაციო სამუშაოების დროს, ზაფხულში მოეწყობა. ამ სამუშოების მიზანია ბრინჯაოსგან ჩამოსხმული მელოუნის მკერდისთვის მიყენებული ზიანის აღდგენაა, რომელიც წმენდით თუ ხახუნით არის გამოწვეული. ასევე დაგეგმილია ქანდაკების საძირკვლის გამაგრება, რომელიც მორყეულია ადამიანების მიერ კვარცხლბეკზე აძრომის გამო, რათა ცნობილი დუბლინელი თევზის გამყიდველის გვერდით ფოტოები გადაიღონ.
მისტერ იეითსი განმარტავს, რომ საბჭომ ასევე შეისწავლა ქანდაკების სიმაღლის გაზრდის შესაძლებლობა, მაგრამ ეს შეიძლება 100 000 ევროზე მეტი დაჯდეს.
მისივე თქმით, დუბლინის საქალაქო საბჭოს რამდენიმე დეპარტამენტთან მოუწევს კონსულტაციების გამართვა ქანდაკების დაცვის ახალ გეგმებთან დაკავშირებით. ის იმედოვნებს, რომ უახლოეს კვირებში ყვავილნარის მოწყობის გეგმა საბოლოოდ დამტკიცდება.
მისტერ იეითსმა დასძინა: „მე არ მინდა, რომ ადამიანები საერთოდ ეხებოდნენ ქანდაკებას. როდესაც ადამიანები ამას აკეთებენ, ეს ზოგიერთს აწუხებს, ზოგს – არა. მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც ქანდაკების დაზიანებაა, რაც არ გვინდა, რომ მომავალშიც გაგრძელდეს“.
წყარო: 1 არხი