მოლდოვის უმსხვილესი ბანკის, Miab-ის გენერალური დირექტორი, გიორგი შაგიძე: საქართველოს კუთვნილი ადგილი ევროკავშირშია

მოლდოვის უმსხვილესი ბანკის, Miab-ის ქართველი გენერალური დირექტორი, გიორგი შაგიძე “რუსული კანონის” დაინიცირებასა და საპროტესტო აქციებს საკუთარ Facebook გვერდზე ეხმიანება.
“განსაკუთრებულად იშვიათი შესაძლებლობა გვაქვს, რომელიც ალბათ 100, 200, ან საერთოდაც 800 წელიწადში ერთხელ ჩნდება, როდესაც შეგვიძლია ისეთი რაღაცის ნაწილი გავხდეთ, რაც საქართველოს მომდევნო თაობებს სტაბილურობასა და უკეთეს ცხოვრებას მოუტანს. როგორ შეგვიძლია, ეს შესაძლებლობა მცდარ კანონზე დავხარჯოთ, რომელზეც ყველა (გარდა სა) თანხმდება, რომ საქართველოს საკუთარი მიზნებისგან აშორებს?
არ დაგვავიწყდეს, რუსეთმა საქართველოში რა ჩაიდინა.
საქართველოს კუთვნილი ადგილი, ისევე როგორც მოლდოვისა და უკრაინის, ევროკავშირშია!” – წერს გიორგი შაგიძე.