მოლდოვის „სოციალისტების პარტია“ – მაია სანდუ „დიასპორის პრეზიდენტი“ გახდა – ჩვენ უცხოეთის საარჩევნო უბნებზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგებს არ ვაღიარებთ

მოლდოვის „სოციალისტების პარტიის“ განცხადებით, უცხოეთის საარჩევნო უბნებზე მიცემულ ხმებს არ აღიარებენ, – ამის შესახებ პარტიის განცხადებას მოლდოვური გამოცემა NewsMaker-ი ავრცელებს.
„მაია სანდუ „დიასპორის პრეზიდენტი“ გახდა. „სოციალისტების პარტია“ უცხოეთის საარჩევნო უბნებზე ჩატარებულ კენჭისყრას არ აღიარებს, რისი წყალობითაც, სანდუ არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
პრორუსული „სოციალისტების პარტია“ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ალექსანდრე სტოიანოგლოს უჭერდა, რომელმაც ხმების 44,67% მოიპოვა და ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან დამარცხდა. მაია სანდუმ ხმების 55,33% მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ – მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო – აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც