მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები: ლიდერობს ალექსანდრ სტოიანოგლუ

მოლდოვაში საპრეზიდენტო ს მეორე ტურში, ოქმების დაახლოებით 80%-ის დამუშავების შემდეგ, ლიდერობს ქვეყნის ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლუ. მას 51,2%-იანი მხარდაჭერა აქვს. მოქმედ პრეზიდენტ მაია სანდუს ამომრჩეველთა 48,8%-მა მისცა ხმა.
თუმცა, როგორც Reuters-ი აღნიშნავს, წინასწარი შედეგები არ მოიცავს საზღვარგარეთის საარჩევნო უბნების ხმების უმრავლესობას, მათ შორის ევროპის ქვეყნებში, სადაც, სავარაუდოდ, სანდუს მეტი მხარდამჭერი ჰყავს.
მოლდოვაში საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაფიქსირდა 54,07% აქტივობა, რაც პირველ ტურზე მეტია. აღინიშნა, რომ კენჭისყრა გრძელდება საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებზე, ასევე ზოგიერთ პუნქტში თავად მოლდოვაში.
მაია სანდუმ მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს აქტიური მონაწილეობისთვის და, სხვა საკითხებთან ერთად, ხაზგასმით აღნიშნა კიშინიოვში კარგი აქტივობა და მოლდოველი ამომრჩევლის „განსაკუთრებული მობილიზაცია“ საზღვარგარეთ. მანამდე მიიღეს ინფორმაცია, რომ საღამოს რვა საათისთვის კიშინიოვში 300 ათასზე მეტმა მოლდოველმა მისცა ხმა საზღვარგარეთ, რასაც მოლდოვის რესპუბლიკის ისტორიაში აბსოლუტური რეკორდი უწოდეს.
კენჭისყრის დღეს, 3 ნოემბერს, მოლდოვის ხელმძღვანელობამ მოსკოვის წინააღმდეგ გამოთქვა ახალი ბრალდებები არჩევნებში ჩარევის შესახებ. კერძოდ, კომენტარი გააკეთა მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, სტანისლავ სეკრიერუმ. მან ხმის მიცემის პროცესში ს მხრიდან ფართომასშტაბიანი ჩარევის შესახებ ილაპარაკა. „ეს არის არჩევნების შედეგების დამახინჯების პოტენციური მცდელობა“, – წერს სეკრიეუ პლატფორმა X-ზე.
მოსკოვმა არაერთხელ უარყო მსგავსი ბრალდებები.
მიმდინარეობს ახალი ამბის განახლება.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს