მოლდოვის საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს გაიმართება

28 ნოემბერს მოლდოვაში საპარლამენტო გაიმართება.
ქვეყნისთვის ეს მნიშვნელოვანი არჩევნებია, რადგან არსებობს ვარაუდი, რომ მოქმედი პრეზიდენტის, პრო-ევროპელი მაია სანდუს “მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის” მანდატების რაოდენობა შემცირდეს. პრო-ევროპელი ლიდერებისთვის ძალაუფლების შემცირებამ, შესაძლოა, შეცვალოს პოლიტიკური ლანდშაფტი ქვეყანაში.
პრო-რუსი ლექსანდრ სტოიანოგლუ, რომელიც 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში სანდუს მთავარი კონკურენტი იყო, ამჟამად სამი პარტიის კოალიციის ლიდერია. ის სანდუს “მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის” მთავარი კონკურენტი იქნება საპარლამენტო არჩევნებშიც.
მოლდოვის პარლამენტის სპიკერის, სანდუს თანაპარტიელ იგორ გროსუს შეფასებით, 28 სექტემბრის არჩევნები გადამწყვეტი იქნება ქვეყნის ისტორიაში.
“ჩვენ ან ყველაფერ ხელს ვკრავთ, ვანადგურებთ, რასაც მივაღწიეთ ევროპისკენ სვლის, მოდერნიზაციის გზაზე და ვბლოკავთ ევროკავშირში გაწევრიანების ნებისმიერ შანსს, ან წინ მივიწევთ განვითარებისა და მშვიდობის გზაზე”, – დაწერა გროსუმ სოციალურ ქსელში.
· ევროინტეგრაციას მხარი 50,46%-მა დაუჭირა – მოლდოვაში რეფერენდუმის საბოლოო შედეგები ცნობილია
· მოლდოვა შეუერთდა EU-ის ფინანსურ ინსტიტუციას, რომელში გაწევრიანებასაც საქართველო წლებია ცდილობს