მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ სანდუს პარტია 43%-ით ლიდერობს, პრორუსულ ბლოკს 29% აქვს

მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაითვალა ხმების 50% – ამ დროის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს პროდასავლელი პრეზიდენტის, მაია სანდუს პარტია, „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“.
მეორე ადგილზე 30%-ით მოდის პრორუსული „პატრიოტული ბლოკი“, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი ხელმძღვანელობს.
ხმების 8% აქვს კიდევ ერთ, მეტწილად პრორუსულად მიჩნეულ „ალტერნატივას“, რომელიც 2025 წელს შექმნა კიშინიოვის მერმა იონ ჩაბანმა.
არჩევნების წინ მაია სანდუმ თანამოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, მხარი დაუჭირონ პროევროპულ ძალებს. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვან სახსრებს გაიღებს იმისთვის, რომ საკუთარი მომხრეები მოიყვანოს ხელისუფლებაში. სანდუს თქმით, მოსკოვი „ასობით მილიონ დოლარს“ ხარჯავს და ცდილობს მოლდოველი ამომრჩევლების ხმები იყიდოს.
უარყოფს ამას და აცხადებს, რომ ის არ ერევა უცხო ქვეყნების არჩევნებში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო