მოლდოვის საპარლამენტო 28 სექტემბერს გაიმართება

17 აპრილს მოლდოვის პარლამენტმა მხარი დაუჭირა შემდეგი საპარლამენტო ს 28 სექტემბერს გამართვას. ეს არჩევნები იქნება მოლდოვის დემოკრატიის გამოცდა პროევროპული და პრორუსული ძალების დაპირისპირებაში. გადაწყვეტილების მომხრე აღმოჩნდა 57 დეპუტატი, 32-მა თავი შეიკავა.
პრეზიდენტ მაია სანდუს პროდასავლური “მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ (PAS) სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგება მისი მეტოქის ალექსანდრ სტოიანოგლოს სამპარტიული კოალიციის პირისპირ.
გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სანდუმ მცირე სხვაობით შეძლო სტოიანოგლოს დამარცხება.
ალექსანდრ სტოიანოგლო ყოფილი გენერალური პროკურორია, რომელსაც ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის არ შეებრძოლა მაღალი დონის კორუფციას. სტოიანოგლოს კოალიცია აცხადებს, რომ სურს რუსეთთან კავშირების გაუმჯობესება და ამავე დროს დასავლური ორიენტაციის შენარჩუნება.
მაია სანდუმ პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე კანონმდებლების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მოწოდებულია სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის და მოლდაველებმა უნდა გადაწყვიტონ თავიანთი ქვეყნის მომავალი. მართლმსაჯულების სისტემამ კი უნდა „დასაჯოს ისინი, ვინც ჩართულია ხმების მოსყიდვასა და ამომრჩევლის იძულებაში“.
მოლდოვა ევროპის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა, რომელმაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2022 წელს მიიღო, გასულ წელს კი სთან ერთად მოლაპარაკებების ეტაპზე გადაინაცვლა.
რუსეთს დიდი ხანია ადანაშაულებენ მოლდოვის პოლიტიკის დესტაბილიზაციის ხელშეწყობის გამო – დეზინფორმაციისა და მარგინალური პარტიების დაფინანსების გამო.
მოსკოვი თავის მხრივ გმობს, რასაც ის უწოდებს „დასავლეთის ჩარევას“ მოლდოვის საშინაო საქმეებში, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მაია სანდუს პარტიამ გაამკაცრა წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებაზე კანონები და აკრძალა პრორუსული მედიასაშუალებები, რომლებსაც ბრალად ედებათ საომარი პროპაგანდის გავრცელება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნუგზარ წიკლაური – უპრეცედენტო და უნიკალურია ის ამბავი, რომ ამ რაოდენობის პროტესტანტი ციხეში გაცნობიერებულად შედის, გახარიას პარტია კი გახდა რეჟიმს ნაწილი – გახარია ცდილობს, ეპატიოს ის წყენა, რაც ივანიშვილს და მის შორის არსებობდა

ლევან მაჭავარიანი – გახარიას შეეფერება ფრაზა: „მოღალატე რომ ერთგულებაზე ლაპარაკობს, თავის ღალატსაც ღალატობს“, უცხოეთიდან გვმოძღვრავს, თითქოს, სამშობლოს ერთგულებაზე საუბრობს – „ლელოს“ რომ გაუერთიანდით, ლიდერებს არ შერცხვათ?