მოლდოვის საგარეო უწყება – 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია დაიწყო, საერთაშორისო სამართლის აღნიშნულ დარღვევას კიდევ ერთხელ ვგმობთ

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია დაიწყო, საერთაშორისო სამართლის აღნიშნულ დარღვევას კიდევ ერთხელ ვგმობთ, – ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია დაიწყო. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო სამართლის აღნიშნულ დარღვევას კიდევ ერთხელ გმობს და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს“, – ნათქვამია განცხადებაში.