მოლდოვის საგარეო უწყებამ, ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონის შეჭრის გამო, ს ელჩი დაიბარა

რუსეთის ელჩი, რუსული დრონების მიერ მოლდოვას საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ, მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
მოლდოვას საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნულია, რომ მკაცრად გმობენ რუსული დრონების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევას.
„ამ მოვლენებთან დაკავშირებით, ს ელჩი ხვალ საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული ამ მიუღებელ ქმედებებზე ახსნა-განმარტების მისაცემად“, – ნათქვამია მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მასშტაბური კომბინირებული თავდასხმის დროს დრონები რუმინეთისა და მოლდოვას საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ. მოლდოვას თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ საჰაერო სივრცეში მტრის ექვსი დრონი აღმოაჩინეს, რომელთაგან ერთი შენობას შეეჯახა.