მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწუნებული დაიბარეს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებების შემდეგ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწუნებული დაიბარეს. ამის შესახებ განცხადებას მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
კერძოდ, განცხადების თანახმად, საქართველოს საქმეთა დროებითი რწუნებული დავით ბოჭორიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების მიზეზი ირაკლი კობახიძის განცხადება გახდა მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით.
“მოლდოვურმა მხარემ ღრმა უკმაყოფილება გამოხატა დამახინჯებული და არასათანადო მანერის გამო, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი თავის საჯარო გამოსვლაში ეხება მოლდოვის ევროპული ინტეგრაციისა და ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო პროცესის თემას”, – ნათქვამია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, 7 ნოემბერს მ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში დარღვევებზე საუბრისას განაცხადა, რომ “თუ სადმე იყო პრობლემები არჩევნებზე, ეს იყო მოლდოვაში”.