მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ილონ მასკი კიშინეუში მიიწვია, რათა პირადად ნახოს, რაზე დაიხარჯა „იუესეიდის“ მიერ გამოყოფილი თანხები

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხაი პოპშოიმ -ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი კიშინეუში მიიწვია, რათა პირადად ნახოს, რომ „იუესეიდის“ მიერ მოლდოვაში პროექტებისთვის გამოყოფილი თანხა გონივრულად დაიხარჯა.
„ბატონ მასკს შეუძლია, თავად მოინახულოს „არტქორი“, „მედიაქორი“, ღვინის ინდუსტრიის საწარმოები, რომლებსაც „იუესეიდი“ დაეხმარა ქვეყნის ბრენდის განვითარებაში. ამერიკელი მომხმარებლებიც სარგებლობენ ჩვენი ღვინის ხარისხით, რომელიც ახლა, შეიძლება, ტარიფების კონტექსტში ცოტა გაძვირდეს“, – განაცხადა მიხაი პოპშოიმ.
შეგახსენებთ, ილონ მასკმა განაცხადა, რომ მუშაობს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახურვაზე და მას „კრიმინალურ ორგანიზაციას“ უწოდებს.
1tv.ge