მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი მოლდოვის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს გააძლიერებს და შესაძლოა, არჩევნებზე მოახდინოს გავლენა

რუსეთი მოლდოვის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს გააძლიერებს და შეიძლება არჩევნებზე მოახდინოს გავლენა. ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიჰაი პოპშოიმ რუმინულ გამოცემა Digi24-თან ინტერვიუში განაცხადა.
პოპშოიმ აღნიშნა, რომ 2024 წელს მოლდოვის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს გააძლიერებს საპრეზიდენტო არჩევნებამდე და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეფერენდუმამდე.
“რა თქმა უნდა, მოლდოვა რუსეთის სამიზნეში რჩება საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტშიც, და ევროპული ინტეგრაციის რეფერენდუმის კონტექსტშიც. უკვე გარკვეული დროა ვაკვირდებით ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობებს, ნარატივების გავრცელების მცდელობებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებსა და მოლდოვის მოქალაქეების ინტერესებს,” – განაცხადა პოპშოიმ.
ამავდროულად მან აღნიშნა, რომ ქვეყნის ინსტიტუტები მზად არიან წინააღმდეგობა გაუწიონ ნებისმიერ გამოწვევებს, რომლებიც უახლოეს პერიოდში რუსეთის მხრიდან შესაძლოა გაჩნდეს.
“მოლდოვა, სახელმწიფო ინსტიტუტები და მთლიანად საზოგადოება ყოველდღიურად უფრო გამძლენი ხდებიან“, – განაცხადა მან.

ასევე დაგაინტერესებთ