მოლდოვის პრეზიდენტი და მისი მეტოქე დებატებს გამართავენ მეორე ტურის წინ

მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ და ს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, ალექსანდრ სტოიანოგლო შეთანხმდნენ, რომ 3 ნოემბერს დანიშნული საპრეზიდენტო ს მეორე ტურამდე, 27 ოქტომბერს საჯარო დებატებს გამართავენ – აცხადებენ კანდიდატების გუნდები.
პროევროპული ორიენტაციის სანდუმ ხმათა 42,49 პროცენტით გამარჯვება მოიპოვა არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 20 ოქტომბერს გაიმართა, ხოლო სოციალისტ სტოიანოგლოს, საბოლოო შედეგებით, ერგო 25,9 პროცენტი. საარჩევნო კამპანია გამოირჩეოდა ცნობებით ამომრჩეველთა მოსყიდვისა და რუსეთის მიერ ორგანიზებული მანიპულაციის და დეზინფორმაციის შესახებ.
საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად მოლდოვაში გაიმართა რეფერენდუმი ქვეყნის ინტეგრაციაზე ევროკავშირში, რომელშიც მცირე უპირატესობით – 50,38 პროცენტით – გაიმარჯვეს ევროკავშირის მომხრეებმა. ხმების თვლის პროცესში დიდხანს ლიდერობდნენ ევროკავშირში გაწევრიანების მოწინააღმდეგეები და ანალიტიკოსები პროევროპული პოზიციის გამარჯვებას უკავშირებენ მოლდოვის პროევროპული დიასპორიდან მოპოვებულ ხმებს.
რეფერენდუმს სამართლებრივი გავლენა არ აქვს მოლდოვის მოლაპარაკებებზე ბრიუსელთან. საბოლოო შედეგით გამოკვეთილმა ძალიან მცირე უპირატესობამ გააკვირვა ბევრი ანალიტიკოსი, რომლებიც ევროატლანტიკური კურსის მიმართ უფრო გადამწყვეტ მხარდაჭერას ელოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ