მოლდოვის პოლიციამ პრო-რუსული პარტიის მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის საქმის ფარგლებში ჩხრეკა ჩაატარა

მოლდოვის პოლიციამ პრო-რუსული პარტიის მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის საქმის ფარგლებში ჩხრეკები ჩაატარა.
ამის შესახებ განცხადებას მოლდოვის პოლიციის გენერალური ინსპექტორატი ავრცელებს.
მათი ცნობით, მოლდოვის პოლიციამ კიშინიოვსა და რიშკანებში რუსეთიდან შემოსული ფულით “შორის” პარტიისა და წინასაარჩევნო ბლოკის “გამარჯვება” მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის საქმეზე ჩხრეკები ჩაატარა.
როგორც აღინიშნება, ჩხრეკების ფარგლებში კვლაც დადასტურდა, რომ ილან შორის ქსელის მონაწილეები და პრო-რუსული ძალების ჯგუფი “გამარჯვება” მოლდოვის მოქალაქეებს არეკრუტირებენ და სახსრებს სთავაზობენ “ერთ-ერთი კანდიდატის წინააღმდეგ” ხმის სანაცვლოდ.
ჩხრეკების შედეგად, სხვა ყველაფერთან ერთად, ამოღებულ იქნა სამუშაო კონტრაქტები რუსულ ორგანიზაცია “ევრაზიასთან”, მნიშვნელოვანი თანხები და ეჭვმიტანილების სმარტფონები რუსული “პრომსვიაზბანკის” აპლიკაციით, რომლის მეშვეობითაც სქემის მონაწილეებს ფული მისდიოდათ.
წყარო: ინტერპრესნიუსი

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…