მოლდოვის პარლამენტში ჩხრეკა ჩატარდა, სავარაუდოდ, ჯაშუშობის საქმის გამო

უშიშროების სამსახურის თანამშრომლები და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და განსაკუთრებულ საქმეთა პროკურატურა ჩხრეკას აწარმოებდნენ მოლდოვის პარლამენტში, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.
რადიო თავისუფლების მოლდოვურ სამსახურს ამის შესახებ უთხრა უშიშროების სამსახურის პრესმდივანმა დანიელა მიზატმა. რომელ სისხლის სამართლის საქმეზეა ლაპარაკი, მას არ დაუზუსტებია. ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა პროკურატურის წარმომადგენელმა ემილ გაირურმა.
რადიო თავისუფლებას წყარომ აცნობა, რომ გამოძიება მიმდინარეობს მოლდოვის პარლამენტის იურიდიულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, იონა კრიანგეს მიმართ. წყაროს თანახმად, აღნიშნული მოხელე დააკავეს კიშინიოვში ს საელჩოსთვის ინფორმაციის გადაცემის ფაქტზე.
გამოცემა NewsMaker-ის თანახმად, ჩხრეკა წარმოებს სამშობლოს ღალატის საქმის გამოძიების ფარგლებში. თუ ინფორმაცია დადასტურდა ოფიციალურად, ეს იქნება მეორე მსგავსი შემთხვევა მოლდოვაში ბოლო ორ თვეში.
სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ასევე გენერალური შტაბის ყოფილი მეთაურის, იგორ გორგანის მიმართ. The Insider-ის ჟურნალისტების თანახმად, იგი ახლო ურთიერთობაში იყო რუსეთის სამხედრო ატაშესთან მოლდოვაში.
ში ომის დაწყების შემდეგ, მოლდოვა შიშობს, რომ მოსკოვმა არაღიარებული დნესტრისპირეთის რეგიონი შეიძლება ოდესის მიმართულებით მეორე ფრონტის გასახსნელად გამოიყენოს. მოლდოვის ამ თვითგამოცხადებულ რეგიონში დაახლოებით 1500 რუსი სამხედროა განთავსებული.

ასევე დაგაინტერესებთ