მოლდოვის თავდაცვის მინისტრი – წლის ბოლომდე მოლდოვა საჰაერო სივრცის მართვის თანამედროვე სისტემებს მიიღებს

წლის ბოლომდე მოლდოვა საჰაერო სივრცის მართვის თანამედროვე სისტემებს მიიღებს, – ამის შესახებ მოლდოვის თავდაცვის მინისტრმა, ანატოლი ნოსატიმ განაცხადა.
„ჩვენ საჰაერო თავდაცვის სისტემებს ეტაპობრივად მივიღებთ. მათ რამდენიმე კომპონენტი, სათვალთვალო მექანიზმები გააჩნიათ. აქ საუბარია რადარებსა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებზე. მონიტორინგის სისტემების მიღება წლის ბოლომდე მოხდება“, – განაცხადა ნოსატიმ.
მოლდოვის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო რამდენიმე პროექტშია ჩართული, რომელთა მიზანს ეროვნული არმიის მოდერნიზება და მოძველებული სამხედრო ტექნიკის ახლით ჩანაცვლება წარმოადგენს. ანატოლი ნოსატიმ აღნიშნა, რომ საჰაერო სივრცის მართვის სისტემებს მოლდოვა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით შეიძენს, თუმცა მას კონკრეტული ღირებულება არ დაუსახელებია.

ასევე დაგაინტერესებთ

ინდოეთის საგარეო უწყება ტრამპის განცხადებაზე – ინდოეთი თავისი ეროვნული ინტერესებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს – ინდოეთის მიზანში ამოღება გაუმართლებელია

შალვა პაპუაშვილი მამუკა ხაზარაძეზე – მისი მდგმურისკენ რომ ხელს იშვერს თავის დასაძვრენად, ეს ცალკე უბედურებაა, მაგრამ, ბანკირს ის უნდა, დაგვაჯეროს, რომ ეგონა, მის საშემოსავლოს სხვა გადაიხდიდა?