მოლდოვის არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო მტკიცებულებაა – სალომე ზურაბიშვილი

მოლდოვის საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო მტკიცებულებაა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
სალომე ზურაბიშვილი მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მოლდოვა დიასპორის 300 ათასმა ამომრჩეველმა გადაარჩინა, ხოლო საქართველოს ძლიერი დიასპორის წარმომადგენლებს ხმის მიცემა შეუზღუდეს.
„მოლდოვის არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო „მტკიცებულებაა“: ს მსგავსი ჩარევისა და მასიური გაყალბების მიუხედავად, მოლდოვა დიასპორის 300 000-მა ამომრჩეველმა გადაარჩინა…
ჩვენი ძლიერი დიასპორის 1 000 000 წარმომადგენელი შეზღუდეს. ხმის მიცემის ნება მხოლოდ 34 000-ს დართეს“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.
ამასთან, ის მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს მიმართავს, რომ მისი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა.