მოლდოვეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს პარამკლავჭიდის ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი მოიპოვა

მოლდოვეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს პარამკლავჭიდის ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი მოიპოვა.
ქართველმა პარასპორტსმენებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 30 ოქროს, 22 ვერცხლისა და 19 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
აღნიშნულ ტურნირზე 61 ქვეყნის პარასპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.
ტურნირზე პარამკლავჭიდელმა გოგოებმა გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს. ქალთა შორის ჩემპიონები გახდნენ: მარიამ ფუტკარაძე (+70 კგ, მარცხენა მკლავი), ნათია ჩხაიძე (+70 კგ, მარცხენა მკლავი).