მოლდოვა რუსეთის მიერ მხარდაჭერილ, სეპარატისტულ დნესტრისპირეთთან ახლოს სამხედრო წვრთნებს ატარებს. მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის 17-დან 22 დეკემბრის ჩათვლით, 22-ე სამშვიდობო ბატალიონის ჯარისკაცები წვრთნას Bulboac-ის სასწავლო ცენტრში გაივლიან.
“ამასთან დაკავშირებით, აღნიშნულ პერიოდში მოეწყობა სამხედრო ტექნიკის გადაადგილება ეროვნულ გზებზე. სწავლება 2023 წლის ეროვნული არმიის მომზადების გეგმის შესაბამისად ჩატარდება.” – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
2023 წლის 15 დეკემბერს მოლდოვის პარლამენტმა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პროდასავლური სტრატეგიის პროექტს მხარი დაუჭირა.
