მოლდოვა საგანგებო მდგომარეობას აცხადებს მოსალოდნელი ენერგოკრიზისის გამო

მოლდოვის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა მთავრობის გადაწყვეტილებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.
ქვეყანაში მოსალოდნელი ენერგოკრიზისის გამო 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 16 დეკემბრიდან ამოქმედდება.
მოლდოვა დან ბუნებრივ გაზს უკრაინის ტერიტორიის გავლით იღებს. აღარ აპირებს რუსულ კონცერნ „გაზპრომს“ გაუგრძელოს ტრანზიტის კონტრაქტი, რომლის მოქმედების ვადა 2024 წლის 31 დეკემბერს ამოიწურება. შესაბამისად, მოლდოვა რუსული გაზის შეწყვეტას 2025 წლის 1 იანვრიდან ელოდება.
მოლდოვის პრემიერ-მინისტრ დორინ რეჩანის განცხადებით, გაზის შეწყვეტასთან ერთად მდინარე დნესტრის მარჯვენა ნაპირზე მოსალოდნელია ელექტროენერგიის მიწოდების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტაც, ამიტომ მთავრობას უნდა, ჰქონდეს ყველა ინსტრუმენტი მოქმედების სხვადასხვა გეგმის განსახორციელებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ადგილობრივი არჩევნები 12 კვირაში გაიმართება – მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მისი ჩაშლის მიზნით

კახა კალაძე – მეტროს ვაგონების ჩანაცვლებისთვის ტენდერი დასრულებულია – გამარჯვებული კომპანია „ჯითი გრუპი“ „სი არ არ სის ჩინეთთან“ თანამშრომლობით, 5 წლის განმავლობაში დედაქალაქს 111 ვაგონს მიაწვდის