მოლდოვა პირველი ქვეყანაა, რომელმაც უსაფრთხოებისა და თავდაცვის პაქტი გააფორმა ევროკავშირთან

მოლდოვამ ხელი მოაწერა უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობას ევროპის კავშირთან. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის თქმით, მოლდოვა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ასეთ პაქტს მოაწერა ხელი.
“ეს პარტნიორობა გააძლიერებს ქვეყნის მდგრადობას. ის შესაძლებლობას მოგვცემს, შევიმუშავოთ ერთობლივი მიდგომა უსაფრთხოების გამოწვევების მიმართ, ის უფრო ეფექტიანს გახდის ჩვენს ჩართულობას და გზას გაუხსნის თანამშრომლობის ახალ სფეროებს”, – განაცხადა ბორელმა.
მოლდოვამ, პროდასავლური პრეზიდენტის, მაია სანდუს ხელმძღვანელობით, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების იმედი გამოთქვა და მკაცრად დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში. მოლდოვას დნესტრისპირეთის, უმეტესად რუსულენოვანი მოსახლეობით დასახლებულმა რეგიონმა, მდინარე დნესტრის აღმოსავლეთ სანაპიროზე, 1990 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მას მერე მოსკოვმა იქ ჯარები განალაგა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)

სალომე ზურაბიშვილი: ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების უხეში დარღვევით და აფგან სადიგოვის გაძევებით, ივანიშვილის რეჟიმი უარყოფს საერთაშორისო სამართალს და ადამიანის უფლებებს