მოლდოვა ეროვნული ლეიდან ევროზე გადავა

მოლდოვა ეროვნული ლეიდან ევროზე გადავა, ამის შესახებ მოლდოვის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა, ანკა დრაგუმ საზოგადოებრივი ტელეკომპანია “მოლდოვა-1”-ის ეთერში განაცხადა.
ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის თქმით, გადაწყვეტილება ქვეყნის სავაჭრო და სავალუტო ნაკადებს უკავშირდება. მოლდოვის სავაჭრო და სავალუტო ოპერაციების დაახლოებით 60-70% ევროკავშირზე მოდის, ამიტომ ეროვნული ბანკის რეზერვები და სავალუტო ინტერვენციები ამ რეალობას უნდა მოერგოს.
მოლდოვის ეკონომიკა უკვე რამდენიმე წელია ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. 2022 წელს ქვეყანაში ინფლაციამ რეკორდულ 30.2%-ს მიაღწია. ენერგორესურსებზე ფასების ზრდის გამო, გაზის ტარიფები თითქმის შვიდჯერ გაიზარდა, ხოლო ელექტროენერგიის ტარიფები — ოთხჯერ. გასულ წელს ინფლაციამ 13.4% შეადგინა. დრაგუს გუნდს იმედი აქვს, რომ ევროპულ ვალუტაზე მორგება არსებულ რეალობას მნიშვნელოვნად შეცვლის.
ცვლილება ძალაში 2025 წლის 2 იანვრიდან შევა.