მოლდოვა ერთიანი ევროგადახდების სივრცეს [SEPA] შეუერთდა

მოლდოვა ერთიანი ევროგადახდების სივრცეს [SEPA] შეუერთდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ წერს.
“კარგი ამბავი მოლდოველებისთვის! დღეს ევროპის გადახდების საბჭომ დაამტკიცა მოლდოვის შეერთება ერთიანი ევრო გადახდების სივრცესთან (SEPA). ეს ნიშნავს უფრო სწრაფ, მარტივ და იაფ ევროს გადარიცხვებს ევროპის მასშტაბით – იქნება ეს ფულის გაგზავნა სახლში თუ ბიზნესის კეთება. კიდევ ერთი ნაბიჯი ევროკავშირთან!” – წერს სანდუ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ – სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა