მოლდოვაში 23 ათასზე მეტი უკრაინელი კაცი შევიდა არალეგალურად რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ

უკრაინაში ს შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული, დაახლოებით 23 500 უკრაინელი კაცი შევიდა არალეგალურად მოლდოვაში.
ეს მონაცემები რადიო თავისუფლების მოლდოვურმა სამსახურმა მოიპოვა.
თუ 2022 წლიდან შარშანდელი წლის ბოლომდე, მოლდოვაში 18-59 წლის ასაკის დაახლოებით 15 ათასი უკრაინელი კაცი შევიდა, ეს ტენდენცია მნიშვნელოვნად გაიზარდა მას მერე, რაც წელს, აპრილში, უკრაინის მთავრობამ სამხედრო მობილიზების ასაკი 27-დან 25 წლამდე შეამცირა.
მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, წლევანდელი წლის პირველ ხუთ თვეში, უკრაინიდან მოლდოვაში 7700-ზე მეტმა უკრაინელმა კაცმა გადაკვეთა საზღვარი უკანონოდ.
ს და მოლდოვას 1222-კილომეტრიანი საზღვარი ყოფს ერთმანეთისგან. კიშინიოვმა და ქვეყნის პროდასავლურად განწყობილმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ ათასობით უკრაინელ ლტოლვილს, ძირითადად ქალებს და ბავშვებს, ასევე კაცებს, მისცა ქვეყანაში შესვლის შესაძლებლობა.
უკრაინის მთავრობა აღიარებს, რომ დიდი დანაკარგები და ჩიხური ვითარება ფრონტის ხაზზე, ახშობს ომის პირველი თვეების პატრიოტულ ენთუზიაზმს, როცა უკრაინის არმიის რიგები 260 ათასიდან 700 ათასამდე გაიზარდა.
მობილიზაციის მცდელობას წინააღმდეგობა ახლავს, რადგან ჯანმრთელი კაცები იმალებიან, რათა თავი აარიდონ შემოწმებებს უკრაინის ქალაქების ქუჩებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ, ნინო წილოსანთან ერთად, ბათუმის საპატიო მოქალაქეებს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შევხვდი (ფოტოები)

ბუნდესტაგის წევრი – კარი აქ არის და კარი ღიაა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ კარის აღებას და მის „ქართული ოცნების“ მიმართულებით გადატანას – ამ კარს არ გადავიტანთ, ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ ევროკავშირის ღირებულებებს მიღმა