მოლდოვაში ხუთი ტელეარხი დაიხურა – “გაქცეული ოლიგარქები აფინანსებდნენ” – მთავრობა

მოლდოვაში დაიხურება ხუთი ტელეარხი, რომლებსაც, მთავრობის ინფორმაციით, ქვეყნიდან გაქცეული ოლიგარქები ილან შორი და ვლადიმირ პლახოტნიუკი აფინანსებდნენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია „მოლდოვის ეროვნული მნიშვნელობის საინვესტიციო პროექტების განვითარების საბჭოს“ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით იუწყება.
კერძოდ, საბჭომ ჩამოართვა მაუწყებლობის ლიცენზია სამ კომპანიას, რომლებსაც ეკუთვნით ტელეარხები Primul în Moldova, Accent TV, Orizont TV, Canal 2 და Canal 3.
მოლდოვის მთავრობის ინფორმაციით, კომპანიებმა დაარღვიეს საბჭოს მოთხოვნები და წარადგინეს არასრულყოფილი ინფორმაცია დაფინანსების შესახებ. კერძოდ, კომპანიებმა მხოლოდ ერთი საბანკო ანგარიშის მონაცემები წარადგინეს, მაშინ, როდესაც მათ ანგარიშები სხვა ბანკებშიც ჰქონდათ.
“დაფიქსირებულია ტრანზაქციები, რომლებიც ადასტურებს, რომ კომპანიები პლახოტნიუკისა და შორის დაჯგუფებას უკავშირდება“, – აღნიშნავენ მოლდოვის მთავრობაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან იოსელიანი – ბუნებაში არ არსებობს ფაქტი, რომ “ქართულ ოცნებასთან” ვარ გარიგებული, თუ ამდენს ვახერხებ, საზოგადოებას ვაბნევ, უცხოელებს გონებას ვუბნევ, მე ვყოფილვარ, ვინც ვყოფილვარ – მათ სინდისზე იყოს სიმართლეც და ტყუილი, რასაც ტირაჟირებენ

თინა ბოკუჩავა – ჩვენი გაერთიანება არის გამარჯვების მთავარი პლაცდარმი, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილს და ქვეყანას დააბრუნებს ევროპულ რელსებზე – „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ალტერნატივა კორუმპირებული, ანტიდასავლური ხელისუფლების