მოლდოვაში ჩატარებული გამოკითხვის ფარგლებში, გამოკითხულთა 61.5% აცხადებს, რომ რუმინეთთან გაერთიანების წინააღმდეგია

მოლდოვაში, iData-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის ფარგლებში, გამოკითხულთა 61.5% აცხადებს, რომ რუმინეთთან გაერთიანების წინააღმდეგია, ხოლო 31% გაერთიანების მომხრეა.
ამავე გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 57.1% მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, ხოლო 36.2% – წინააღმდეგი.
ამასთან, გამოკითხულთა 59,3% მოლდოვას ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია, ხოლო გამოკითხულთა 30.8% ემხრობა.
გამოკითხვა 7-16 აგვისტოს ჩატარდა. გამოიკითხა 1071 რესპონდენტი. გამოკითხვის ცდომილება 2,9 პროცენტს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – ქვეყანა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოიშალა, რასაც არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“ პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია, გააზრებული არ აქვთ, რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა