მოლდოვაში საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის გაზის ტარიფი 20%-ით შემცირდა

მოლდოვაში ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა სააგენტომ (ANRE) გაზის ტარიფები საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 20%-ით, კუბურ მეტრზე 18,07 ლეიდან 14,46 ლეიმდე შეამცირა. ამის შესახებ ANRE-ს პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, ტარიფის გადახედვის სამი მიზეზი არსებობდა: გაზის საშუალო შესყიდვის ფასის შემცირება 750 დოლარიდან 518 დოლარამდე 1000 კუბურ მეტრზე, მოლდავური ლეის გაძლიერება, ასევე განაწილების და ხარჯების მაჩვენებელი.
ახალი ტარიფები ქვეყანაში 23 თებერვლიდან ამოქმედდება.
მმართველი პარტიის „მოქმედებისა და სოლიდარობის“ წევრმა რადუ მარიანმა თავის ტელეგრამაში განაცხადა, რომ ტარიფის შემცირება შეეხება 374 ათას მომხმარებელს, რომლებიც ამჟამად იხდიან 17 ლეის ან 18,07 ლეის კუბურ მეტრ გაზზე, მთავრობის კომპენსაციის გათვალისწინებით.
მოლდოვას მთავრობა გამოყოფს ზამთრის პერიოდში გაზზე კომპენსაციას გასცემს მომხმარებლის მოწყვლადობის ხარისხის მიხედვით (სულ შვიდი ასეთი ხარისხია).
ოფიციალური გაცვლითი კურსი 21 თებერვლის მდგომარეობით არის 17,9 ლეი/$1.