მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება

მოლდოვაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება, რომელიც განიხილება, როგორც არჩევანი ევროპულ­ მომავალსა და რუსეთის გავლენის დაბრუნებას შორის, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ პროევროპული პრეზიდენტი მაია სანდუ უპირისპირდება ყოფილ გენერალურ პროკურორს, ალექსანდრე სტოიანოგლოს, კაცს, რომელიც მან გაათავისუფლა მთავარი პროკურორის თანამდებობიდან. ის დასავლეთსა და რუსეთს შორის დაბალანსებული პოლიტიკის დაპირებას იძლევა და პრორუსული „სოციალისტების პარტიის“ მხარდაჭერა აქვს.
არჩევნების პირველი ტური ორი კვირის წინ ჩატარდა და სანდუმ ხმების 42.4%-ი მიიღო, თუმცა, პირველივე ტურში გამარჯვებისთვის საჭირო 50%-ი ვერ მოიპოვა.
წყარო: ინტერპრესნიუსი

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…