მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს ჩატარდება

მოლდოვაში საპრეზიდენტო ს მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუსა და ყოფილი გენერალური პროკურორი, ალექსანდრე სტოიანოგლო დაუპირისპირდებიან, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ანგელა კარამანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, წინასწარი ინფორმაცია ცხადყოფს, რომ 11 კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ მიიღო ხმების 50%-ზე მეტი, რაც ნიშნავს, რომ ორ კვირაში მეორე ტური ჩატარდება.
ამასთან, მისი თქმით, საარჩევნო უბნებიდან საბოლოო მონაცემების წარმოდგენა არჩევნების დღიდან 48 საათის განმავლობაში უნდა მოხდეს.
წინასწარი მონაცემებით, საარჩევნო უბნებიდან ოქმების 98,51%-ის დამუშავების შემდეგ, არჩევნებში მოლდოვას მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ ხმების 42,07%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი, ალექსანდრე სტოიანოგლო, ხმების 26,27%-ით.
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმი ერთდროულად, გუშინ ჩატარდა. პრეზიდენტობისთვის 11 კანდიდატი იბრძოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება – აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს – ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ – ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია