მოლდოვაში საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა პრეზიდენტ სანდუს პროევროპულმა პარტიამ

მოლდოვის საპარლამენტო ს წინასწარი შედეგებით, რომლებიც ხმების 99%-ის შეჯამებას ეფუძნება, პროევროპულ „მოქმედების და სოლიდარობის პარტიას“ 101-წევრიან პარლამენტში 55 დეპუტატი ეყოლება. ამის შესახებ რადიო თავისუფლების მოლდავური სამსახური იუწყება. პრეზიდენტ მაია სანდუს პარტიას ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა 49,85%-მა.
მეორე ადგილზე გასულმა პრორუსულმა „პატრიოტულმა ბლოკმა“, რომლის ლიდერი მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი, სოციალისტი იგორ დოდონია, 26 მანდატის მოპოვება შეძლო(24,36%).
ჯერ კიდევ გასულ ღამით დოდონი მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მივიდა და განაცხადა, რომ თუ „მოქმედების და სოლიდარობის პარტიას“ უმრავლესობა ექნება, ს ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებენ და გაყალბების წინააღმდეგ ორშაბთს, 29 სექტემბერს საპროტესტო აქციებს გამართავენ.
მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, 8 მანდატი ექნება ბლოკს „ალტერნატივა“, რომელიც თავს პროევროპულს უწოდებს, თუმცა მის შემადგენლობაში არიან წარსულში პრორუსულად განწყობილი პოლიტიკოსები.
6-6 მანდატი ერგოთ პოპულისტურ „ჩვენს პარტიას“ და ნაციონალურ-კონსერვატიულ პარტიას „სახლის დემოკრატია“, რომელიც მოლდოვის და რუმინეთის გაერთიანებას ემხრობა.
მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს ჩატარდა. ამომრჩეველთა აქტივობა 52,2% იყო.
უმრავლესობის შენარჩუნება „მოქმედების და სოლიდარობის პარტიას“ საშუალებას მისცემს განაგრძოს ევროკავშირში გაწევრებისკენ მიმართული პოლიტიკა. ევროკავშირმა მოლდოვასთან მოლაპარაკებები 2025 წლის ივნისში გახსნა.
ფორუმი