მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. არჩევანი კვლავ ასე დგას: დასავლეთი თუ რუსეთი

ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 07:00 საათზე (თბილისის დროით დილის რვა საათზე) დაიწყო და საღამოს, 21:00 საათზე დასრულდება.
ორი მთავარი დაპირისპირებული ძალაა პროდასავლურად განწყობილი პრეზიდენტის, მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ და პრორუსული „პატრიოტული ბლოკი“, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი, იგორ დოდონი ხელმძღვანელობს.
კრემლი გამუდმებით ადანაშაულებს კიშინიოვს „ანტი-რუსულ ისტერიაში“ და უარყოფს, რომ არჩევნებსა თუ შიდა პოლიტიკაში ჩარევას ცდილობს.
არჩევნებამდე ორი დღით ადრე კი ხელისუფლებამ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა ორ პრო-რუსულ პარტიას, „მოლდოვის გულსა“ და „დიად მოლდოვას“ (Moldova Mare).
ამის საფუძველი, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის განცახდებით, უკანონო დაფინანსების წყაროები და უცხოური სახსრების უკანონოდ გამოყენება გახდა.
ს შედეგები განსაზღვრავს, მოვახერხებთ თუ არა ჩვენი დეკომრატიის კონსოლიდაციას და შევუერთდებით ევროკავშირს, თუ კვლავ „ნაცრისფერ ზონაში“ დაგვაბრუნებს“, – აცხადებს პრეზიდენტი მაია სანდუ.
-რუსეთის კონფლიქტმა, – ევროპის ყველაზე დიდმა კონფლიქტმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, – მოლდოვის ეკონომიკას ძლიერად დაარტყა, მათ შორის ინფლაციის გაძლიერებითა და ელექტროენერგიის ფასების ზრდით.
არჩევნების დღეს წინ უსწრებდა პოლიტიკური დაძაბულობა:
· არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავეს 74 ადამიანი – ისინი ეჭვმიტანილი არიან არჩევნების დროს არეულობის მომზადებაში;
· ხელისუფლების ცნობით, დაკავებულებმა სერბეთში გაიარეს წვრთნა რუსული დაფინანსებით.
მოლდოვაში 2024 წელს გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნებში. მეორე ტურში გამარჯვება მოიპოვა მაია სანდუმ – ის მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად.
სანდუმ გასულ თვეში ჩატარებულ არჩევნებში დაამარცხა პრორუსულად განწყობილი ოპონენტი, ალექსანდრ სტოიანოგლო.
სანდუს პირველი ვადის განმავლობაში, 2022 წელს მოლდოვამ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და მიმდინარე წელს დაიწყო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება – მას შემდეგ, რაც მტკიცედ დადგა თავისი მეზობლის, უკრაინის მხარეს, სადაც 2022 წელს რუსეთი პროვოცირების გარეშე შეიჭრა.
ფორუმი