მოლდოვაში საპარლამენტო ს დროს არეულობის მომზადების ბრალდებით 74 ადამიანი დააკავეს – პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები მომზადებას სერბეთში გადიოდნენ, რომლის უკანაც ს სპეცსამსახურები დგას

მოლდოვაში საპარლამენტო ს დროს არეულობის მომზადების ბრალდებით 74 ადამიანი დააკავეს, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მოლდოვის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, 22 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით 250 ჩხრეკა ჩატარდა, რის შედეგადაც 74 ადამიანი დააკავეს.
სამართალდამცველების განცხადებით, დაკავებულები 28 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებზე არეულობის მოწყობის მიზნით სერბეთში მომზადებას გადიოდნენ, ხოლო ოპერაციის უკან ს სპეცსამსახურები დგანან.
მოლდოვის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროკურატურის ხელმძღვანელმა, ვიქტორ ფურტუნემ განაცხადა, რომ წვრთნების მონაწილეებმა დაახლოებით 400 ევრო მიიღეს და მათ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას ასწავლიდნენ.
ამასთან, პოლიციის ცნობით, წვრთნებში მონაწილეების უმეტესობის ინსტრუქტორები რუსეთის მოქალაქეები იყვნენ.
პოლიციამ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად იარაღი, საბრძოლო მასალა, პასპორტები და სხვა სახის მტკიცებულებები ამოიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ვიზას წარმოაჩენს როგორც წყევლას, თითქოს წყევლა იყოს ვიზის აღება – ასე დაწყევლილები ვართ მაშინ ბრიტანეთისგან, ირლანდიისგან, აშშ-სგან! არის ვიზის საჭიროება? – ავიღებთ ვიზას