მოლდოვაში, საარჩევნო ბლოკ „გამარჯვების“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

მოლდოვაში, საარჩევნო ბლოკ „გამარჯვების“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვური გამოცემა Newsmaker-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 20 ოქტომბრის საპრეზიდენტო სა და რეფერენდუმისთვის გაყალბების შესაძლო მომზადებასთან დაკავშირებით მოლდოვის პროკურატურისა და ეროვნული საგამოძიებო ინსპექციის გამოძიების ფარგლებში „გამარჯვების“ ოფისში სპეცდანიშნულების რაზმი მივიდა.
მედიის ინფორმაციით, ქალაქ ბელციში, საარჩევნო ბლოკ „გამარჯვების“ ოფისთან, რომელშიც მთავარ როლს ოლიგარქ ილან შორის პარტია ასრულებს, სპეცდანიშნულების რაზმის ხუთი ავტობუსი დააფიქსირეს.
შეგახსენებთ, მოლდოვაში 20 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ამავე დღეს, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კალანდარიშვილი – ცესკო სრულ ღიაობას აცხადებს, ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფის მიზნით – პასუხი გაცემულია ყველა მანიპულაციასა თუ სპეკულაციასთან მიმართებაში, რომელიც გასულ წლებში ცესკოსთან მიმართებით არსებობდა