მოლდოვაში ევროკავშირის ელჩმა დაუშვა საბედისწერო წამოცდენა – დავით ქართველიშვილი

სულ რაღაც 18 დღეში (20 ოქტომბერს) მოლდოვაში ჩატარდება საპრეზიდენტო და რეფერენდუმი ევროინტეგრაციის თაობაზე. ამ მნიშვნელოვანი მოვლენების წინ მოლდოვაში ევროკავშირის ელჩმა იანის მაჟეიქსმა დაუშვა საბედისწერო წამოცდენა, ევროინტეგრაციის სანაცვლოდ მოლდოვას ხელისუფლებასთან მიღწეული ფარული შეთანხმების შესახებ, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების ნებართვის თაობაზე, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.
როგორც ის აღნიშნავს, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის წინ, ქვეყანაში სკანდალი მწიფდება, ევროკავშირი ელჩი კი არ ურჩევს მოლდოველებს ურჩობას, ვინაიდან ევროინტეგრაცია ავტომატურად ითვალისწინებს ევროპული ეკონომიკის მიერ ყველანაირი ტიპის ყიდვისუნარიანობის ლეგალიზაციას. ასევე, ქართველიშვილის ინფორმაციით, მოლდოვის ექს-პრეზიდენტმა, იგორ დოდონმა, უკვე განაცხადა, რომ უცხოურ კორპორაციებზე მიწების გაყიდვის ნებართვა საბოლოოდ დაასამარებს მოლდოვის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს.
“ვაგრძელებთ დაკვირვებას ნაცების მესამე პრეზიდენტის, ზურაბიშვილის მიერ გამოცხადებულ რბოლაზე: “დავეწიოთ და გავასწროთ მოლდოვას”. სულ რაღაც 18 დღეში (20 ოქტომბერს) ამ ქვეყანაში ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი ევროინტეგრაციის თაობაზე.
ამ მნიშვნელოვანი მოვლენების წინ მოლდოვაში ევროკავშირის ელჩმა იანის მაჟეიქსმა დაუშვა საბედისწერო წამოცდენა, ევროინტეგრაციის სანაცვლოდ მოლდოვას ხელისუფლებასთან მიღწეული ფარული შეთანხმების შესახებ, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების ნებართვის თაობაზე.
აგრარულ მოლდოვაში, რომელიც ფლობს ინფორმაციას “გლობალური ომის პარტიის” (Black Rock) მიერ ში მილიონობით ჰექტრების შესყიდვაზე – მწიფდება სერიოზული სკანდალი.
მწიფდება სწორედ არჩევნების და რეფერენდუმის წინ. იანის მაჟეიქსი კი არ ურჩევს მოლდოველებს ურჩობას, ვინაიდან ევროინტეგრაცია ავტომატურად ითვალისწინებს ევროპული ეკონომიკის მიერ ყველანაირი ტიპის ყიდვისუნარიანობის ლეგალიზაციას. ქვეყნის ექს-პრეზიდენტმა იგორ დოდონმა უკვე განაცხადა, რომ უცხოურ კორპორაციებზე მიწების გაყიდვის ნებართვა საბოლოოდ დაასამარებს მოლდოვას დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს და ოფიციალურად აქცევს ქვეყანას – კოლონიად.
ოპოზიციური ბლოკ “გამარჯვების” ლიდერმა, ოლიგარქმა ილან შორმა პირდაპირ განაცხადა: “ევროკავშირის სვავები ნაწილ-ნაწილ გაყიდიან მოლდოვას, როგორც კი მიიღებენ ქვეყანას თავის რიგებში. ჩვენი მიწები ჩალის ფასად გადაეცემა უცხოელებზე. ელჩი მაჟეიქსი არა თუ არ მალავს ამას, განსაკუთრებული ცინიზმით გვიმტკიცებს, თუ რა კარგი იქნება ეს ჩვენთვის. ჩვენი მიწები და რესურსები განიავებული იქნება, ქვეყნის განვითარებას არც არავინ არ აპირებს. წურბელები გამოწოვენ ჩვენგან ყველაფერს, რასაც გასწვდებიან და შემდგომ სანაგვეზე გადაგვისვრიან”.
ყოველივე ამის ფონზე 20 ოქტომბრის მოვლენები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ მოლდოვისთვის, არამედ ევროკავშირისა და საქართველოსთვის, რომლის სამარცხვინო პრეზიდენტი ასეთი გაშმაგებული აკვიატებით ცდილობს ჩვენი ქვეყნის უფსკრულის პირას მდგომ მოლდოვასთან მიახლოვება/გასწრებას.” – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართულმა ოცნებამ“ შეუძლებელი შეძლო, მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხით, ოპოზიციამ კი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაუგზავნა დოკუმენტი, სადაც ამბობენ, რომ საქართველოსთან ყოველგვარი თანამშრომლობა უნდა შეჩერდეს

დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია – ლიბერალური ფაშიზმის გადატრიალებიდან 21 წლისთავია. ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას