სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს მოსახლეობას თბილისში ბოლო დროს მომხდარი ძალადობის ფონზე, – ამის შესახებ მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე აქვეყნებს.
საგარეო უწყება განცხაებაში წერს, რომ “ძალადობა ძირს უთხრის ევროპულ ღირებულებებს, რომელთა დაცვასაც საქართველო ცდილობს“.
სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს მოსახლეობას თბილისში ბოლო დროს მომხდარი ძალადობის ფონზე. გამოვდივართ თავშეკავებისკენ, დიალოგისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემისკენ მოწოდებით. დემოკრატია არ შეიძლება ძალის გამოყენებით დაწესდეს; ძალადობა ძირს უთხრის ევროპულ ღირებულებებს, რომელთა დაცვასაც საქართველო ცდილობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.