მოლდოვას პრემიერი – რუსეთი, მოლდოვაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, მხარს უჭერს დანაშაულებრივ დაჯგუფებებს

მოლდოვას პრემიერ-მინისტრის, დორინ რეცეანის განცხადებით, მხარს უჭერს მოლდოვაში დანაშაულებრივ დაჯგუფებებს, რათა ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება და სახელმწიფოს სათავეში ეს დამნაშავეები დასვან.
რეცეანმა აღნიშნა, რომ პრორუსული ძალები ღიად აცხადებენ, რომ თუ ისინი ხელისუფლებაში მოვლენ, დამნაშავეებს გაათავისუფლებენ.
„ისინი, ვინც წლების განმავლობაში ძარცვავდნენ მოლდოვას, დაუბრუნდებიან თავიანთ თანამდებობებს, როგორც მინისტრები და პარლამენტის წევრები“, – აღნიშნა მოლდოვას პრემიერმა.
რეცეანის თქმით, „ამ ბანდიტებს“ მოქალაქეები კი არ აირჩევენ, არამედ კრემლი დანიშნავს.
„ვის შეუძლია დღეს გარანტიის მოცემა, რომ პრორუსული უმრავლესობა არ დანიშნავს შორს – პრემიერ-მინისტრად, პლატონს – ფინანსთა მინისტრად, ტკაციუკს – განათლების მინისტრად და ვლაჰს – საგარეო საქმეთა მინისტრად?! ეს ცუდი ხუმრობა იქნებოდა, ასეთი სერიოზული რისკი რომ არ არსებობდეს“, – დასძინა მოლდოვას პრემიერმა.
მან მოქალაქეებს მოუწოდა, 28 სექტემბერს არჩევნებზე მისვლისას საკუთარ თავს ჰკითხონ, რა სურთ სინამდვილეში მოლდოვასთვის.
„ჩვენ მხოლოდ ორი ვარიანტი გვაქვს: ან პრორუსულ უმრავლესობას პარლამენტში შესვლის უფლება მივცეთ, რაც ყველა დამნაშავეს ხელისუფლებაში დააბრუნებს, ან გავაგრძელოთ სასამართლო სისტემის გაწმენდა ისე, რომ დამნაშავეები იქ აღმოჩნდნენ, სადაც მათი ადგილია – ციხეში და მოპარული ფული ხალხს დაუბრუნდეს“, – აღნიშნა მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: გელა ხასაია გალელი ბიჭია, ნახევრად აფხაზი. ქართულად მოლაპარაკე გელა უბრალოდ არ დააყენეს სოხუმში, სწავლის და განვითარების საშუალება არ მისცეს… აი ეს გელა დააკავა წუხელ რეჟიმმა

პროკურორი გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებზე – მშობლების დახმარება განხორციელდა შვიდ უძრავ ქონებასთან, ასევე მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით – საუბარია 4 მლნ დოლარისა და მილიონ ლარზე მეტის გათეთრებაზე