მოლდოვამ უარყო თავის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების ყოფნა

მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ს მიერ უკრაინის წინააღმდეგ 26 თებერვალს გამოყენებული არცერთი უპილოტო საფრენი აპარატი მოლდოვის საჰაერო სივრცეში არ ყოფილა.
უკრაინის მეზობელი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ეს განმარტება მოჰყვა უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 26 თებერვალს, ღამით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსული დრონები მოლდოვის საზღვრიდან უკრაინის ქალაქ ხმელნიცკისკენ მიემართებოდნენ.
11 თებერვალს, მოლდოვაში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ მოგერიებული რუსული დრონი. მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, უპილოტო საფრენ აპარატში 50 კილოგრამამდე ასაფეთქებელი ნივთიერება იყო.