მოლდოვამ ევროკავშირთან თავდაცვისა და უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმა

ევროკავშირმა და მოლდოვამ ხელი მოაწერეს უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის შეთანხმებას.
შეთანხმებას ბრიუსელში, ევროკავშირ-მოლდოვას ასოცირების საბჭოს ფარგლებში, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რესიანმა მოაწერეს ხელი.
ბორელის თქმით, მსგავსი შეთანხმება ევროკავშირისთვის პირველია.
„მოლდოვა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ხელი მოაწერა ევროკავშირთან თავდაცვისა და უსაფრთხოების პარტნიორობის შეთანხმებას. ეს პარტნიორობა გააძლიერებს ქვეყნის მდგრადობას და საშუალებას მოგვცემს, ერთობლივად ვუპასუხოთ ჩვენს საერთო უსაფრთხოების გამოწვევებს, გავხადოთ ჩვენი ქმედებები უფრო ეფექტური და დავიწყოთ თანამშრომლობა ახალ სფეროებში“, — განაცხადა ბორელმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ მოლდოვა, მიუხედავად შიდა და გარე წინააღმდეგობისა, წინ მიიწევს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი თავის წევრ ქვეყნებთან ერთად ამზადებს სთან უსაფრთხოების შეთანხმებას, როგორც ვილნიუსის G7-ის სამიტის დეკლარაციის გაგრძელებას.
დღესვე, ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გაყინული რუსული აქტივების წმინდა მოგებიდან შემოსავლების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციაზე. ევროკავშირის შემზღუდავი ზომები გამოყენებული იქნება უკრაინის შემდგომი სამხედრო მხარდაჭერისთვის, ასევე, მისი თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობებისა და რეკონსტრუქციისთვის.
საუბარია მოგებაზე, რომელიც 2024 წლის 15 თებერვლიდან გროვდება.