“ნაპოლისა” და ხვიჩა კვარაცხელიას შორის ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Il Mattino ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “პარტენოპეი” “კვარას” კონტრაქტის 2028 წლამდე გაფორმებას და ხელფასის სახით 5.5 მილიონ ევროს სთავაზობდა.
გამოცემის ინფორმაციით, ხვიჩას აგენტმა მამუკა ჯუღელმა აღნიშნული წინადადება იუარა და ფეხბურთელის მხარე დე ლაურენტისისგან 8 მილიონ ევროს ითხოვს, რამაც კინოპროდიუსერის იმედგაცრუება გამოიწვია.
ჯერჯერობით უცნობია, დააკმაყოფილებს თუ არა ქართველი ფეხბურთელის მოთხოვნას დე ლაურენტისი.
შეგახსენებთ, “კვარას” “ნაპოლისთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება.
-15OCT/01/1-kvracxeli.jpg” border=”0″ alt=”alt” style=”height: 50px; width: 50px;” title=”მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, “ნაპოლი” “კვარას” პასუხით იმედგაცრუებულია” – რას წერს იტალიური გამოცემა ხვიჩაზე?” />Fichajes: პერესი კვარაცხელიას სამსახურით ისევ დაინტერესდა – რამდენად რეალურია ტრანსფერი?
· მარაო