„მოლაპარაკებები გვაქვს სხვა ევროპულ ბრენდებთან, რომლებიც საქართველოს ბაზარზე არასდროს ყოფილა“ – Gtex

გვაქვს რამდენიმე ევროპული ტანსაცმლის ბრენდთან მოლაპარაკება, რომ ქართულ ბაზარზე შემოვიყვანოთ – ვფიქრობ, რომ აღნიშნული შესაძლებელი იქნება 1 წლის პერსპექტივაში, – ამის შესახებ Gtex-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვერი ტაბიძემ „ბიზნესპარტნიორთან განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ბრენდები ქართველი მომხმარებლებისთვის კარგად ნაცნობია.
„ჩვენ ახლახან გავხსენით ფრანგული ბრენდის KIABI-ს მაღაზია სავაჭრო ცენტრ “ისთ ფოინთში”. საკმაოდ დიდი მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდა ამ ყველაფერს. გარდა ამისა, მოლაპარაკებები გვაქვს სხვა ევროპულ ბრენდებთან, რომლებიც საქართველოს ბაზარზე არასდროს ყოფილა. მათ შორის არის მაღალი სეგმენტის ბრენდებიც”, – აცხადებს ვერი ტაბიძე.
გარდა ამისა, როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, მიმდინარე წელს Gtex საქართველოს მასშტაბით ქსელის გაფართოებას გეგმავს.
ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ ბაზარზე ბოლო პერიოდის განმავლობაში შეინიშნება მზარდი მოთხოვნა მაღალი სეგმენტის ბრენდების მიმართ, თუმცა მომხმარებლების უმრავლესობა ისევ ხელმისაწვდომი ფასებით ინტერესდება.
ცნობისთვის, კომპანია Gtex-ი საქართველოს ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. პირველი ბრენდი, რომელიც კომპანიამ საქართველოში შემოიყვანა Collezione იყო. ამჟამად, Gtex-ი წარმოდგენილია ბრენდებით: OVS, Terranova, Penti, English Home, Enza Home, Mattalan-ი. კომპანიას საქართველოს მასშტაბით 30-ზე მეტი ობიექტი აქვს.
bp.ge

ასევე დაგაინტერესებთ