მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 4–5 თებერვალს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაიმართება – ზელენსკი

უკრაინის, -ისა და რუსეთის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 4–5 თებერვალს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში უნდა გაიმართოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ Facebook-ზე განაცხადა.
კერძოდ, სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ახლახან მოისმინა უკრაინული მომლაპააკებლების ჯგუფის ანგარიში.
„განსაზღვრულია სამმხრივი შეხვედრების მომდევნო თარიღები – 4 და 5 თებერვალი აბუ-დაბიში. მზად არის საგნობრივი საუბრისთვის და დაინტერესებულია, რომ შედეგმა რეალურ და ღირსეულ მშვიდობასთან დაგვაახლოვოს“, — განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)