მოლაპარაკებების მომავალი – კიევის ფრთხილი ოპტიმიზმი და ახალი კონტურები რუსეთ-უკრაინის ომში

კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების კონტურები ნელ-ნელა იკვეთება. დედაქალაქებში ადასტურებენ, რომ ამ საკითხზე -ის ახალ ადმინისტრაციასთან პროაქტიული კონტაქტია.
ს განცხადებით, ის მომავალ კვირას უკრაინის პრეზიდენტ სთან შეხვედრას ელის და “სავარაუდოდ” ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთანაც ისაუბრებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
“მომავალ კვირას სავარაუდოდ, პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდები, და სავარაუდოდ, პრეზიდენტ პუტინთან ვილაპარაკებ. ამ ომის დასრულება მსურს”, – განაცხადა ტრამპმა.
კითხვაზე, ზელენსკისთან შეხვედრა ვაშინგტონში თუ გაიმართება, ტრამპმა უპასუხა, რომ “შეიძლება ვაშინგტონში იყოს, იქ [კიევში] არ ჩავდივარ”.
ტრამპმა ასევე ისაუბრა უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ ომში ფინანსურ და სამხედრო დახმარებაზე, რომელსაც აშშ აწვდის.
“ერთ-ერთი რამ, რასაც პრეზიდენტ ზელენსკისთან ველით, არის მათი აქტივების უსაფრთხოება. ასევე პრეზიდენტ ზელენსკისგან მოვითხოვთ ამ თანხების ჯეროვნად მოხმარებას”, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, მომავალ კვირას ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი და უკრაინისა და რუსეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი, მაგრამ დონალდ ტრამპი არა.
ვიდრე პროცესი საჭირო ფაზაში გადავა და კონკრეტულ თარიღებსა თუ დათქმებზე მივა საქმე, ვოლოდიმირ ზელენსკი კითხვებს პასუხობს. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ მიუხედავად ყველაფრისა მზად არის პუტინთან მოლაპარაკებები დაიწყოს.
“თუ ხალხს სჯერა, რომ დიპლომატიურ გზაზე უნდა გადავიდეთ და მე მჯერა, რომ მზად ვართ, მაშინ პუტინს დაველაპარაკებით. თუ ეს იქნება ერთადერთი სქემა, რომლის წყალობითაც შევძლებთ მშვიდობა მოვუტანოთ უკრაინელებს და არ დავკარგოთ ხალხი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე წავალთ, მიუხედავად იმისა, რას ვგრძნობ მის მიმართ. მე არ ვიქნები მის მიმართ კეთილი. მე მას მტრად ვთვლი და ვფიქრობ, რომ მასაც მტრად მივაჩნივარ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტთან,პიტერ მორგანთან ინტერვიუში.
ცნობილია, რომ ანდრიი ერმაკი პრეზიდენტის ოფისიდან უკვე ესაუბრა მიკლ ვალტს ვაშინგტონში – დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს. ს ტრამპმა ფრთხილი ოპტიმიზმის საბაბი უკვე გაუჩინა, როდესაც უკრაინის დახმარების სანაცვლოდ მისგან სასარგებლო მინერალებზე წვდომა მოითხოვა.
„უკრაინას აქვს ძალიან ღირებული ნიადაგი. ჩვენ ვაძლევთ მათ თანხას, აღჭურვილობას, იმაზე მეტს, ვიდრე ევროპელები და გვსურს გვქონდეს გარანტიები. კერძოდ, გვსურს გარიგება დავდოთ უკრაინასთან. ისინი მიიღებენ იმას, რასაც ჩვენ ვაძლევთ მათი იშვიათი მინერალებისა და სხვა რაღაცების სანაცვლოდ“, – უთხრა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
შეთავაზება უკიდურესად ეგოისტურად ჟღერს სთვის. სხვა განწყობაა უკრაინაში. ს შიში, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია უკრაინის დახმარებაზე უარს იტყოდა, იმით შეიცვალა, რომ ტრამპმა უკრაინას კომერციული თვალით შეხედა. თუ გრენლანდიისთვის მსგავსი იდეა საგანგაშოდ გამოიყურებოდა, კიევისთვის იგი აბსოლუტურად მისაღებია.
ეს იმიტომ, რომ :
1) ვაშინგტონში მეგობარს ხედავს და 2) აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დასახელებული მინერალები, როგორიცაა გრაფიტი, ლითიუმი, ტიტანი, ბერილიუმი და ურანი – რეალურად უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მოიპოვება – ანუ იქ, სადაც რუსეთმა საკუთარი ჯარები გაამაგრა.
შესაბამისად, ვაშინგტონის დაინტერესება კიევს ესმის, როგორც რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანება.
“აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დაინტერესება უკრაინის იშვიათი ლითონებით არის შეთავაზება კიევისთვის, ამ გზით სამხედრო დახმარება შეიძინოს. ეს არის შეთავაზება უკრაინისთვის, რომ დახმარება იყიდოს, ანუ არ გააგრძელოს მისი მიწოდება უსასყიდლოდ, ან სხვა საფუძველზე, არამედ მიაწოდოს კომერციულ საფუძველზე”, -ასე შეაფასა ვაშინგტონის გზავნილი კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.
მილიარდებად შეფასებული რესურსები, რომელთაც ტრამპმა დაადგა თვალი სარადარო სისტემების, ჯავშნებისა და სხვა აღჭურვილობის დასამზადებლად აუცილებელია. შესაბამისად, ეს მეტად მნიშვნელოვანია თავდაცვისა და ტექნოლოგიური ინდუსტრიებისთვის.
უკრაინაში მისი მოპოვება აშშ-ს ჩინურ მინერალებზე დამოკიდებულებას შეუმცირებდა. თავად ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ეს ყველაფერი სამართლიან გარიგებად აღიქმება და მოლაპარაკებებისთვისაც ღიაა.
წყარო: ევრონიუსი ჯორჯია