მოლაპარაკება დაწყებულია – მიქაუტაძე ან მისი ნიგერიელი თანაგუნდელი შესაძლოა, ზამთარში თურქულ გრანდში აღმოჩნდეს

თურქი ჟურნალისტი იაგიზ საბონჩუღლუ ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ საქართველოს ნაკრებისა და “ლიონის” ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე შესაძლოა, 2025 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “გალათასარაიში” აღმოჩნდეს.
სტამბოლურ გუნდს სეზონის ბოლომდე მაურო იკარდი დაემტვრა, ვიქტორ ოსიმენის ამბავი კი ჯერ ბოლომდე გასარკვევია. ნიგერიელმა თქვა, რომ ამ სეზონს აუცილებლად თურქულ გრანდში ჩაამთავრებს, მაგრამ მის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლითაც სარგებლობა და “ნაპოლის” ყოფილი ფორვარდის გამოსყიდვა გრანდებს შეუძლიათ.
მოკლედ, “გალათასარაი” ამ ზამთარს ფორვარდს აუცილებლად დაიმატებს და “ლიონს” მიადგა, რომელიც ფინანსურად ამ ეტაპზე ძალიან გაჭირვებულია და
რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა ესაჭიროება.
ზემოთ აღნიშნული ჟურნალისტის ცნობით, თურქულმა მხარემ ფრანგებთან ორ ფეხბურთელზე, გიორგი მიქაუტაძეზე და მის ნიგერიელ 22 წლის ფორვარდ გიფტ ორბანზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო და ხელში ერთ-ერთი მათგანის ჩაგდებას შეეცდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში