მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის ოჯახის წევრებმა, ადვოკატებმა და მხარდამჭერებმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია გამართეს.
ზაზა ხატიაშვილის თქმით, თუ 17 იანვრამდე გიორგი გვარაკიძე არ გადადგება, 15:00 სთ-ზე აქციას გამართავენ და გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე შიმშილობას დაიწყებს.
25 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც თბილისში რამდენიმე დღით ადრე თავს დაესხნენ.
არსებული ცნობით, მას 3 ოქტომბერს ჩაუსაფრდნენ, სცემეს და მძიმე დაზიანებები მიაყენეს.
გიგა ავალიანი კლინიკაში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.




