მოკლულია ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი – IDF

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დასავლეთ სანაპიროზე მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში მოკლულია ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი, ვისამ ხაზემი, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციას ქალაქ ჯანინში ხელმძღვანელობდა და ასევე, დაჯგუფების კიდევ ორი წევრი.
ს უსაფრთხოების ძალების ოპერაციის ფარგლებში მოკლულია ვისამ ხაზემი, შემდეგ კი საჰაერო დარტყმები განახორციელდა კიდევ ორ პირზე, როდესაც ისინი გაქცევას ცდილობდნენ”. – წერია განცხადებაში.
IDF-ის ცნობით, ორივე მოკლული ხაზემის ხელმძღვანელობით მოქმედებდა. ჰამასის წევრების დაღუპვას თავად დაჯგუფებაც ადასტურებს.