მოკლულია ბიზნესმენი – ვაკეში მომხდარი სისხლიანი გარჩევის დეტალები (ვიდეო)

“პირველებისთვის” თბილისში, ვაკის კორტებთან მომხდარი მკვლელობის დეტალები ხდება ცნობილი.

ერთ-ერთი ვერსიით, ვაკის პოლიციასთან ახლოს მომხდარ მკვლელობის წინ უძღოდა ბიზნესმენებს შორის საქმის გარჩევა, რასაც მოყვა გასროლა.

ამ დროისთვის ცნობილია, მხოლოდ ის, რომ  მამაკაცი შავ ჯიპში ჩაცხრილეს.  მას მინიმუმ 5 ტყვია ესროლეს.

მიმდებარე ტეირიტორიაზე მუშაობენ კინოლოგები და ექსპერტ კრიმინალისტები, მთელი პერიმეტრი გადაკეტილია მათ შორის ავალიშვილის გზატკეცილის ერთ ნაწილი.

უცნობია, დააკავეს თუ არა მკვლელობაში ბრალდებული.

თბილისში, ვაკის კორტებთან მკვლელობა რამდენიმე საათის წინ მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია TVPIRVELI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო. 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის  მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – გასაგებია, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ლიმიტირებულია, მაგრამ რაც “ქართულმა ოცნებამ” იკადრა, წარმოუდგენელი იყო, დავინახეთ ილია მეორის ავტორიტეტზე კაპიტალიზების მცდელობა – ის ყველას პატრიარქი იყო, არავის არჩევდა

გია ხუხაშვილი: იქ უნდა ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, ზვიად გამსახურდიას მეუღლე. ამ ადამიანებს პატრიარქი ლაიტმოტივად გასდევს საქართველოს ისტორიაში