მოკლეტექსტური შეტყობინებებით მისულ 5000-ლარიან ჯარიმებთან დაკავშირებით შსს-მ განმარტება გაავრცელა

მოკლეტექსტური შეტყობინებებით მისულ 5000-ლარიან ჯარიმებთან დაკავშირებით შსს-მ განმარტება გაავრცელა:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდ – police.ge-ზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლით გათვალისწინებული („შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა) ჯარიმების გამოქვეყნება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარიმო ქვითრები გამოქვეყნდა ავტომატურად, ვიდეოჯარიმის პრინციპით, რის გამოც მოქალაქეებს მიუვიდათ მოკლეტექსტური შეტყობინება, რომელშიც წერია, რომ საჯარიმო ქვითარი შედგენილია სატრანსპორტო საშუალებაზე. ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახური მუშაობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – მარკ რუტეს მივაწოდე ინფორმაცია რუსეთის მხრიდან დარტყმების, ჩვენი თავდაცვის საჭიროებების და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის მზადების შესახებ