მოკლეს ჰეზბოლას ერთ-ერთი მეთაური, რომელშიც 2019 წელს აშშ 7 მილიონ დოლარს იხდიდა

ისრაელის თავდავცის ძალების ინფორმაციით, ბეირუთში “მიზანმიმართული დარტყმა” განახორციელეს, რის შედეგადაც ჰეზბოლას ოპერაციების მეთაური იბრაჰიმ აქილი მოკლეს. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დარტყმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 66 დაშავდა.
გვიან ღამით ჰეზბოლამ აქილის სიკვდილი დაადასტურა.
ს ინფორმაციით, იერიშის შედეგად ასევე დაიღუპნენ ჰეზბოლას მაღალი რანგის სხვა ლიდერები, რომლებიც ლიბანური ჯგუფის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფს, ალ-ჰაჯ რადვანის ძალებს მიეკუთვნებიან.
აქილი ჰეზბოლას სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა. ის, ასევე, ცნობილია 1983 წელს ბეირუთში -ის საელჩოსა (დაიღუპა 63 ადამიანი) და ამერიკელი და ფრანგი სამხედროების ყაზარმებზე (დაიღუპა 107 ადამიანი) თავდასხმებში.
2019 წელს აშშ-მა აქილი ტერორისტების სიაში შეიყვანა, ხოლო 2023 წელს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მისი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციისთვის 7 მილიონ დოლარს გადაიხდიდა.
წყარო: ფორმულა