მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების პროექტის – „ანესი – შავიზღვისპირა ქვეყნები” – განვითარების სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო

მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების პროექტის – „ანესი – შავიზღვისპირა ქვეყნები” – განვითარების სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო
საქართველოს ანიმატორთა ასოციაცია „საქანიმა“, სტუდია „კვალთან“ ერთად, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის, თბილისის მერიის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და „ანესის“ ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ბაზრობის (MIFA) მხარდაჭერით იწყებს მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის პროექტთან დაკავშირებულ ვორქშოპში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებას. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საერთაშორისო ექსპერტების მიერ კონკურსის შედეგად შეირჩევა 10 მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის პროექტი. კონკურსის ფარგლებში ფრანგი მენტორები კორინ დესტომბე და ოლივიე კატერინი 2024 წლის 26-30 ნოემბერს თბილისში ინგლისურ ენაზე ჩაატარებენ სამუშაო შეხვედრებს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 6 ოქტომბერი.
დეტალური ინფორმაცია სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებისა და პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე – https://rb.gy/iy6g25

ასევე დაგაინტერესებთ